ნინუცა ორჯონიკიძე რუსეთში ცნობილი მილიარდერის, მოსკოვის ყოფილი ვიცე-მერის სოსო ორჯონიკიძის რძალია. ნინუცა ცოტახნის წინ გადაცემა ”პრაიმშოუს” სტუმარი იყო, სადაც პირად ცხოვრებაზე და კიდევ ბევრ საინტერესო რამეზე ისაუბრა.
”ცხვირთან დაკავშირებით დღემდე ინსტაგრამზე მოდის ულევი კითხვა, რატომ არ ვიკეთებ, იმიტომ რომ თუ გავაკითებ ვიქნები ლამაზი. გულახდილად მინდა ვთქვა, დიდად არ მაწუხებს, რასაც ვუყურებ სარკეში მაკმაყოფილებს. შეიძლება ყველაზე ლამაზი სახე არ მაქვს, მაგრამ მე მომწონს, გემრილად ვართ ერთად.” – ამბობს ნინუცა.