„ვფიქრობდი, რომ ეს გაღიზიანებას გამოიწვევდა. საერთოდ, ჩვენს ქვეყანაში ძლიერი ქალები არ უყვართ…“

192

მსახიობი ნათია კვაშალი პოპულარულ სერიალში „სიყვარულს მიღმა“ ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს განასახიერებს.

ის საკუთარ გმირზე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება:

„ნამდვილად ვისურვებდი ჩვენს ქვეყანაში ბევრ ისეთ ქალს, რომელიც არასდროს გახდება ძალადობის მსხვერპლი, რომელსაც აქვს თავისი საქმე, დამოუკიდებელია და არ ეშინია სირთულეების…

სიმართლე გითხრათ, მეგონა, ჩვენს ქვეყანაში მაყურებელს ცოტა გააღიზიანებდა ეს პერსონაჟი ქალი, რომელიც თუნდაც მეგობრების ცხოვრებაში ასე აქტიურად ერევა, აგვარებს მათ პრობლემებს, თითქმის ემუქრება მეგობრების ქმრებს (იცინის). ვფიქრობდი, რომ გაღიზიანებას გამოიწვევდა. საერთოდ, ჩვენს ქვეყანაში ძლიერი ქალები არ უყვართ, თუმცა სოციალურ ქსელში დადებით შეფასებებს ვკითხულობ და მიხარია…“