„თამთა – პარისი – ბედნიერი წყვილის იშვიათი გამოჩენა“ – თამთა გოდუაძისა და მისი რჩეულის იშვიათი ინსტაგრამ-მომენტი

232

თამთა გოდუაძის მიერ ბოლოს გამოქვეყნებულმა ფოტოებმა მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. კადრებს „იშვიათი გამოჩენა“ უწოდეს, რადგან მომღერალი საყვარელ მამაკაცთან, პერის კასიდოკოსტას-ლაცისთან ერთად თითქმის არასდროს ჩნდება.

38 წლის პერისი საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენია და მის მფლობელობაშია ნავთობის, გადაზიდვებისა და კინოპროდიუსინგის კომპანიები. თამთა პერისთან ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდა, თუმცა პაპარაცებმა ისინი ერთად არაერთხელ დააფიქსირეს. როგორც ცნობილია, წყვილი ერთად 2015 წლიდან ცხოვრობს, თუმცა ცნობილი ამის შესახებ 2018 წელს გახდა. ახალ ფოტოებში წყვილი საკუთარი სახლის ეზოში ხელჩაკიდებული პოზირებს.