“რა რთულია, როცა ადამიანს უყვარხარ და შენ კი ფეხებზე გკიდია”

252

აშშ-ში მოღვაწე მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სიყვარულის შესახებ წერს.

“რა რთულია, როცა ადამიანს უყვარხარ და შენ კი ფეხებზე გკიდია… როცა იცი, რომ გიყურებს და ათასი წელი ცხოვრება ემატება, მაგრამ ისიც იცი, თვითმკვლელობის მცდელობები რომ ჰქონდა შენს გამო და ითმენ და უღიმი.

რატომ ვარ ასეთი კეთილი და ასე ვაფასებ სხვის სიყვარულს…? გამოვდილებით მოდის. ვერ ვიკიდებ, ადამიანი რომ მაღმერღებს და შეუძლებელს აკეთებს…

იცით, ფეიხტვანგერს აქვს არ მახსოვს, რომელ ნაწარმოებში, გოგომ ბიჭს სიყვარულზე უარი უთხრა, მოგზაურობიდან დაბრუნდები და მერეო.. ბიჭი არ დაბრუნდა. გემი ბრძოლაში ჩაიძირა.

ამიტომ, როგორც მარკესი ამბობს: უთხარი კი, თუნდაც გეშინოდეს, თუნდაც ინანო შემდეგ, სამაგიეროდ, არ ინანებ ცხოვრების ბოლომდე, რომ უარი უთხარი.
ეს ის შემთხვევა არაა, მაგრამ ეს არის ჩემი carpe diem, როცა არ თამაშობ და უბრალოდ ცხოვრობ, გესმის სხვისი სურვილები და სახეში უყურებ, თუნდაც იცოდეს, რომ აღარასოდეს იქნები მასთან, ეს, უბრალოდ, სამართლიანია, ტყუილში არ ამყოფო და იცოდეს, რომ მას უსწორებ, რამდენიმე საათს შენს გვერდით რომ იყოს, ბედნიერი.

სირბილი კი… როცა ყველა ამოწურულია და ნერვები ღალატობს, სირბილით წლობით გამომუშავებული სტამინა მამყოფებს მშვიდად. რადგან ვიცი, გამოუსწორებელი შეცდომები არ არსებობს და თუ გაგითენდა, ახალი დღე ყოველთვის ახალი შანსია, უკეთესობისკენ ცვლილების. ცხოვრებამ ყველაფერი მომცა, რაც მინდოდა, ამიტომ მე სურვილების ასრულების, ასე მჯერა და ვუსრულებ სხვასაც. ვიღაცისთვის ხომ ოცნება ვარ, ახდენილი თუ აუხდენელი და რატომ არ უნდა გავუნაწილო, ჩემი ცეცხლის ნაპერწკლები..?
ნოემბერი მოდის. სიყვარულის დრო დადგა.

თუმცა, სულ სიყვარულის დრო არ არის?) მე უბრალოდ ზამთარი მიყვარს, რადგან ღამეებია უფრო გრძელი”, – წერს მსახიობი.