ილიკო სუხიშვილის ქალიშვილის იშვიათი ფოტოები: როგორ გამოიყურება დარია, რომელსაც ცნობილ მამიდას ამსგავსებენ?
ილიკო სუხიშვილის უფროსი ქალიშვილი დარია მამის რეპეტიციას დაესწრო. ფოტოები ილიკო სუხიშვილმა ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნა. “რამხელა გოგო გაზრდილა დარია” – წერენ კომენტარებში. ანსამბლი ამჟამად გასტროლზე გერმანიაში, ბერლინში იმყოფება, გოგონამ მამას სავარაუდოდ იქ ჩააკითხა.
ცნობილია, რომ ილიკო სუხიშვილი ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს. ის არასოდეს საუბრობს ღიად პირად ცხოვრებაზე, ხელოვნებაზეც კი იშვიათად აძლევს ინტერვიუს ჟურნალისტებს. თუმცა ის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მამაკაცია.
ილიკო სუხიშვილი ორჯერ იყო დაოჯახებული. პირველად რუსეთში სწავლისას, რუს გოგონაზე, რომელსაც მალე დაშორდა და ამ ქალზე ქართულ მედიაში არაფერია ცნობილი. თუმცა მათი საერთო ქალიშვილი დარია (დაშა) სუხიშვილი თბილისში პოპულარული გოგონაა.
ცნობილია, რომ გოგონა მამიდამ ნინო სუხიშვილი გაზარდა და სწორედ მას ამსგავსებენ დარიას. ერთ-ერთ ინტერვიუში დაშა ამბობდა:
“მამიდაჩემი. ნინო ჩემთვის როგორც დედა, ისეა. ის მივლის, მან წამიყვანა ამერიკაში, მიმიყვანა სკოლაში. ნინომ მასწავლა ინგლისური, დამეხმარა ყველაფერში. უდიდესი ამაგი აქვს ჩემზე. სანამ ნინო აქ არის ხოლმე, მის ქმართან ერთად ვარ. საკმაოდ დამოუკიდებელი ვარ, მაგრამ ყველაფერში ვერა. მაგალითად, საჭმლის გაკეთებაში დახმარება მჭირდება ხოლმე. ხანდახან თვითონ ვიმზადებ სადილს, მაგალითად, შაბათ-კვირას. ბებიაჩემმა, პატარა რომ ვიყავი, კვერცხის შეწვა მასწავლა. დანარჩენს ყველაფერს მარტო ვაკეთებ – ჩაცმა, მეცადინეობა… ისე, ხანდახან მჭირდება ხოლმე დახმარება, ხან მეზარება რაღაცის გაკეთება და ვინმემ უნდა მითხრას.”