„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ეკა წამალაშვილი პარტიაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.
„ვერ გავიგე” ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირჩევა თუ კოლმეურნეობის თავმჯდომარე?
ეს ცირკი შიდა დემოკრატიისთვისაა თუ შიდა არაფორმალური ავტორიტარიზმისთვის? მისდღემში კულუარულ მმართველობაზე ორიენტირებულმა პარტმუშაკებმა ღიაობის მოთხოვნილებაზე ზღაპრები ერთიმეორეს მოუყვნენ.
ვისაც სიმართლე გაინტერესებთ,აქაც შემოიხედეთ ხოლმე. სიმართლე სინათლეა“, – წერს ეკა წამალაშვილი.