„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს და ამბობს, რომ მიშას ბევრი თანამოაზრე კი ჰყავდა, მაგრამ თანამებრძოლი ჰყავდა ძალიან ცოტა.
როგორც კი მიშა დაიჭირეს, იმ წამსვე დავპოსტე, რომ მიშას- მიშა დაიხსნისმეთქი, ოღონდ ეს ისე დავწერე, რომ არც კი წარმომედგინა თუ ასეთ ნაციონალურ უძრაობაში აღმოჩნდებოდა ერი, როგორც ასეთი….
პუტინის ხელიდანაც მკვდარია მიშა, ივანიშვილის ხელიდანაც, ზურაბიშვილის ხელიდანაც და რაც, ყველაზე მეტად გულგასახეთქია იმ ასიათასობით მიშას მხარდამჭერისგანაც, ვისაც პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან ეხვეწებოდა მოდით სასამართლოზეო, შექმენით წინააღმდეგობის მოძრაობებიო, სამოქმედო გეგმაც დადო და საპროგრამო სიტყვაც, მაგრამ რა მოხდა? არაფერი არ მოხდა , სწორედ ამიტომაც არის მიშა პირველ რიგში მისი მომხრეების ხელიდან მკვდარი, დიახ! თუ გნებავთ საკუთარი თავიდან დავიწყებ და თითს ვერავისკენ გავიშვერ! მიშას ყოველთვის ბევრი თანამოაზრე ჰყავდა, თანამებრძოლი კი ძალიან ცოტა…“ – წერს მეგო გოცირიძე.