„ეს სამი წელიწადი სად აღარ ვიყავი და ახლა დამიდასტურდა…“

473

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, მწერალ გიორგი კეკელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავრცელებს.

„ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადავიარე, მთელი ეს სამი წელიწადი სად აღარ ვიყავი, რა აღარ შემემთხვა და ახლა დამიდასტურდა კორონა-ვირუსი.“ – წერს გიორგი კეკელიძე.