“ექიმმა მითხრა, გადი ილოცეო, 27 დღე ხელოვნურ კომაში იყო” – რას ამბობს ლევან აბშილავა მეუღლეზე?

256

ჯგუფ „ნიუტონის“ დრამერმა, ლევან აბშილავამ მეუღლის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, რომელიც უკვე წელებია მძიმე დაავადებას ებრძვის.

“ჩემს მეუღლეს ინსულტი დაემართა, თავისი ინშემიური ინფარქტით, თან ყველაზე მძიმე, მარცხენა მხარის. ტვინის 1/3 დააზიანა. მთელი თბილისი და საქართველო ხომ ფეხზე იდგა, ყველგან ტომოგრაფია გვქონდა გადაგზავნილი – ამრიკა, უკრაინა, რუსეთი… ყველაზე წამყვანი სპეციალისტებისგან ერთი და იგივე პასუხი მოდიოდა, ვერაფრით განუგეშებთო. ხეჩინაშვილის კლინიკაში იყო, ექიმი გამოვიდა, გადი და ლიოცეო, პირდაპირ მითხრა მედიკოსმა.

14 თებერვალი იყო, დილით არამიწიერმა ხმამ გამაღვიძა, ეგრევე წამოვხტი. რომ ვეძახდი, რეაქცია არ ჰქონდა. კიდურები წართმეული ჰქონდა, მეტყველებაც… 19 წელია ერთად ვართ და გოგოსგან არასდროს გამიგია, რომ რამე აწუხებდა. თრომბმა გულიდან გაისროლა. ისე უცბად მოხდა ყველაფერი… რამდენიმე თვის ადრე გულყრა ჰქონდა, 15 წუთში თავისით მოვიდა ადრე და 3 თვეში ეს მოხდა.


ექიმები მაშინ ამბობდნენ, რომ ანევრიზმა გაუსკდა, რა თქმა უნდა, ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს უკავშირდება. საავადმყოფოში მივიყვანე, დავტოვე და წავედი კონცერტზე. რა ვქნა, ეგეთი პროფესია გვაქვს. ორგანიზატორები ფიქრობდნენ, კონცერტი ჩაეხსნათ, არავითარ შემთხვევაში მეთქი, უარესები ხდება, ბევრი შემთხვევა ვიცით. მე არ მახსოვს, მაგრამ მითხრეს, ეგრე არ დაგიკრავს და გიმღერიაო.

ფრაგმენტებად მახსოვს რაღაცები. 15-წუთიანი შესვენება იყო და მირეკავს ექიმი, რომელიც ოპერაციაზე უფლებას მთხოვს და გადაწყვეტილება უნდა მივიღო – თუ არ გავაკეთებთ, 99% ტვინის შეშუპება წავიდოდა და მოკვდებაო… რომ გავაკეთოთ, მანდაც დიდი რისკიაო. ოპერაცია გაუკეთდა.

რომ ჩამოვედით, საავადმყოფოში მივედი. ექიმმა მაგ დროს მითხრა, სიონში გადადი, ილოცეო. ახალგაზრდა კაცი ხარ, მზად ხარო? მცენარეს გატანთ, დარგულსო… უბრალოდ გეცოდინება რომ ცოცხალიაო. რა თქმა უნდა, მზად ვიყავი.

27 დღე ხელოვნურ კომაში იყო. სასწაული ამბავი მოხდა. მას ეძინა და არანაირი კანონით არ უნდა გაეღვიძა. მე და ნუცა (შვილი) ვიდექით აქეთ, ხელით მისვლა მოითხოვა… ორივე შოკში ვიყავით. ბავშვი შემეცოდა, ცუდად არ გახდეს-თქო. პირველი სიტყვა მაშინ თქვა: ნუცა.

ადამიანი თავიდან დაიბადა. დღესდღეობით მარტო ვერ ვტოვებთ. სახლში თავისით მოძრაობს. ცალი ხელით რაღაცების გაკეთება შეუძლია. ყველაფერი ახსოვს… ადეკვატურია, ყველას ცნობს“, – თქვა ლევან აბშილავამ.