“არანაირი ნარკატა აღარაა ჩემს ორგანიზმში უკვე დიდი ხანია, ყველამ თქვენს სიმახინჯეებს მიხედეთ”

279

მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ რამდენიმე დღის წინ “ფეისბუქზე” ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. მსახიობი ვიზუალის გამო გააკრიტიკეს.

აღნიშნულს გიორგი ყიფშიძე ირონიულად გამოეხმაურა: “ავად ვარ და ვკვდები, დაკმაყოფილდა თქვენი ინტერესი?”

ამის შემდეგ კი დაწერა: “არანაირი ნარკატა აღარაა ჩემს ორგანიზმში უკვე დიდი ხანია, ყველამ თქვენს სიმახინჯეებს მიხედეთ, სარკეში ჩაიხედეთ და მიხვდებით”.