“მე ასეთი შვილი გავზარდე და რასაც ეკრანზე ხედავთ, ეს კი არ უნდა გიკვირდეთ, პირიქით” – რას წერს გურამ შეროზიას დედა?

262

რეალითი შოუ “პრაიმ ჰაუსის” მონაწილის, გურამ შეროზიას დედა სოციალურ ქსელში შვილის შესახებ წერს და საზოგადოებას მიმართავს, რომ აგრესია არ უნდა იყოს ნორმა.

რა უცნაურია, როცა ხალხს ზრდილობა და თავშეკავება უკვირთ და ეს სიყალბე და კამერებთან თამაში გონიათ. მე ასეთი შვილი გავზარდე და რასაც ეკრანზე ხედავთ ეს კი არ უნდა გიკვირდეთ პირიქით ეს უნდა იყოს ნორმა და აგრესია გიკვირდეთ. მისი ხათრით არ ვეხმაურები კომენტარებს, თორემ მინდა სათითაოდ ვუპასუხო. ადამიანი თუ არ იგინება და არ ყვირის ეს არ ნიშნავს, რომ თამაშობს, ეს ნიშნავს, რომ კარგად არის გაზრდილი, ნაკითხი და შეგნება აქვს. მისი ხმამაღალი ხმა არ გაგვიგია ბავშვიბიდან არც სწავლაზე დაგვჭირვებია დაზალება, არც ქუჩაში მდგარა და ყველას მიმართ მეგობრული იყო სულ. წარმატებებს გისურვებთ ყველა მონაწილეს და ერთმანეთის თვალებში ჩახედვა ყოველთვის გაგხარებოდეთ პროექტის შემდეგაც”, – წერს შეროზიას დედა.