„ზოგჯერ დგება მომენტი, როცა ძალიან გეტირება, მაგრამ რომ იტირო, პაციენტს გული გაუსკდება“, – ამის შესახებ ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში წერს და საკუთარი პაციენტის შესახებ ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
როგორც გიორგი ღოღობერიძე წერს, მას პაციენტის გაშვება სხვა კლინიკაში მოუწია:
„ონკოლოგიაში ზოგჯერ დგება მომენტი, როცა ძალიან გეტირება, მაგრამ რომ იტირო, პაციენტს გული გაუსკდება და ფარ-ხმალს დაყრის. ეს კაცი, ბატონი ლივთერი, ძალიან მიყვარს.
ჩვენ აქ ორივე ვიცინით, მაგრამ ორივემ ვიცით, როგორ სტკივა ამ დროს ორგანოები. ვიცინით, რადგან ერთმანეთს ვამხნევებთ, ბრძოლას რომ აქვს აზრი და რომ არ უნდა დავნებდეთ. ვიბრძვით თითოეული დღისთვის… ორივემ ვიცით, რა ძვირფასია თითოეული წამი. დღეს სხვა კლინიკაში მომიწია მისი გაშვება და ისე მითხრა, გიორგი ექიმო, არ გამიშვაო, მიწა გამომეცალა ფეხქვეშ“, – წერს გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.