„ცოტა ხანი შეგაწუხებთ ჩვენი ფოტოებით“ – თი მაჭავარიანი ახალ კადრებს გვიზიარებს

183

ინფლუენსერი და გადაცემა „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე თი მაჭავარიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დავით გაფრინდაშვილზე დაქორწინდა, სოციალურ ქსელში გამომწერებს ახალ ფოტოებს და ვიდეოს უზიარებს.

„ცოტა ხანი შეგაწუხებთ ჩვენი ფოტოებით, არჩევა ძაან რთულია, ჰო გესმით“, – წერს თი მაჭავარიანი.

ფოტო და ვიდეოკადრებმა საზოგადოების დადებითი შეფასებები გამოიწვია:

„უზომოდ მსიამოვნებს თქვენი ბედნიერი სახეების დანახვა“.

„ძალიან მახარებს ასეთ ბედნიერებს რომ გხედავთ და თქვენი ვლოგების ფანი ვარ, როცა მოწყენილი ვარ, სულ ვუყურებ ხოლმე და კარგ ხასიათზე მაყენებს, ყველა პრობლემა მავიწყდება“, – წერენ კომენტარებში.