“მშობლებმა მარიტას ყულაბა გახსნეს და ეს მაჩუქეს“

213

ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპული, მარიტა მეფარიშვილის ოჯახზე მამა შალვა კეკელია საუბრობს.

მისი თქმით, მარიტას მშობლემა მას ყულაბა აჩუქეს. ამის შესახებ მამა შალვამ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.

“შეიძლება ვინმემ თქვას, ოქროს ნივთი უკეთია ხელზეო… მარიტას მშობლებმა მაჩუქეს, მე საერთოდ ხელზე ვერაფერს ვერ ვიკეთებ. მარიტას ყულაბა გახსნეს და ეს სამაჯური გამიკეთეს, „უფალო შეგვიწყალენ“ აწერია. მარიტას სიყვარულით მიკეთია ხელზე…

ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რაღაც ნივთი უკეთია, რომელიც მოსწონს. არ მიყვარდა არაფრის გაკეთება და ვერც ვიკეთებდი, ახლა ამის გამო ეს მიკეთია…“, – ამბობს მამა შალვა.