ჟურნალისტი გოდერძი შარაშია ტბილისში გადარებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც აფხაზური ქუთით მიმავალი ადამიანია აღბეჭდილი.
“ეს ფოტო ვაჟა-ფშაველას გამზირზე დღეს დილით გადავიღე. ერთი შეხედვით არაფერი კაცი მიდის ქუჩაში.
ეს კაცი აფხაზეთიდანაა და აფხაზური ქუდი ახურავს.
ბავშვობაში ასეთი ბევრი ქუდი მინახავს მაგიდაზე, როცა ოჩამჩირეში ბაბუასთან სტუმრად მეგობარი აფხაზები მოდიოდნენ.
ჩუმად ვიხურავდით და სარკეში ვიყურებოდით.
თან ჩვენთან ქუდი ხომ მარტო ქუდი არ არის.
დინჯად მიდიოდა, აფხაზებმა იციან ასეთი სიარული”, – წერს შარაშია.