“15 ლარად ლამისყანაში არ მოგყავდი და მამაშენი ჯოჯოხეთიდან როგორ ამოვიყვანოთქო?“ – რას იხსნებს მამა ლევანი?

278

კასპში მოღვაწე მღვდელი, მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს.

“ტაქსს ვეკითხები, ლამისყანაში 15 ლარად გადამიყვანთქო? 15 კილომეტრია. შეიშმუშნა, დაიღრიჯა, საწვავი გაძვირდა, საბურავი გაძვირდა. მერე მაინც წამიყვანა სამადლოდ. გზაში ცხონება არ ცხონებაზე ვლაპარაკობთ. ტაქსის მძღოლმა რო გისმენ მამაჩემი უეჭველი ჯოჯოხეთშიაო, არ მარხულობდა, მღვდლები ეჯავრებოდაო, სცოდავდაო. ცუდიათქო. საშველი არიო? კითქო, ლოცვა, მოწყალება. მოდი ეგ ფული აღარ მომცეო და ამოიყვანეო. მეთქი შვილი, 15 ლარად ლამისყანაში არ მოგყავდი და მამაშენი ჯოჯოხეთიდან როგორ ამოვიყვანოთქო? მოიტა სანამ ცოცხლები ხართ იზრუნეთ თქვენ სულებზე, მთლად აქ დარჩენილების იმედად ნუ იქნებით. ამ კვირიდან ეკლესიამ უკვე დაიწყო ჩვენი მომზადება დიდი მარხვისთვის, მეზვერე ზაქესავით უარი უნდა ვთქვათ ყველა არა კანონირ საქმეზე..” – წერს მამა ლევანი.