6 თებერვალს სირიის ქალაქ ალეპოში, ნანგრევების ქვეშ ბავშვი დაიბადა.
მაშველებმა ახალშობილის გადარჩენა შეძლეს, თუმცა სამწუხაროდ, დედის გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, მშობიარობისთანავე გარდაიცვალა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მაშველებს ბავშვი ნანგრევებიდან ამოჰყავთ.
ახალშობილის სხეულზე ხილული დაზიანებები არ აღენიშნება. მისი მდგომარეობის შესახებ დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.