„იცი პატიება როგორ ამრავლებს სიყვარულს? ადამიანი რომელსაც აპატიებ ის სულ სხვა ადამიანი გიბრუნდება”

136

ქორეოგრაფი თეა დარჩია გადაცემა „სხვა ნანუკაში“ იმყოფებოდა სტუმრად. თეა დარჩიამ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

„ვინც მატკინა, ვაპატიე და ახლა კიდევ უფრო კარგად ვართ ერთად.  ვინც მიყვარდა, ისევ ის მიყვარს“, – იხსენებს თეა დარჩია.

„რის ხარჯზე მოვახერხე პატიება? მეც ხომ ვტკენ, აბა, მე არ მაპატიონ, როგორ მეტკინება. ამბიცია ვის აქვს, რომ არავისთან არაფერი ეშლება. ამას ვინმე თუ ამბობს, იქვე ეშლება. ამიტომ მეც მინდა ვაპატიო, რომ მერე იქ მაპატიოს, სადაც ძალიან მაგრად დამჭირდება პატიება. ამაზე უნდა იმეცადინო, პატიება ძალიან ამრავლებს სიყვარულს.  ადამიანი, რომელსაც აპატიებ, ის სულ სხვა ადამიანად გიბრუნდება. მერე კიდევ შეეშლება? აპატიებ და კიდევ სხვა ადამიანად გიბრუნდება და მთელი ცხოვრება ასე იზრდება და იზრდება სიყვარული. ამაზე მეცადინეობაა საჭირო, თორემ ძალიან იოლია. არ აპატიებ და მორჩა, დამთავრდა, „პაკა“ და ბოლოს რჩები მარტო.

წარმოიდგინე, რამდენი ადამიანია მარტო, ერთხელ ხომ მაინც შეშლია. რომ ამბობენ, არ აპატიოო და მერე რა, რომ არ აპატიებ, წადი გამოქვაბულში. ამით ვიკვებები, ერთხელ ნათქვამი სიტყვა „მიყვარხარ“, წლები მაბედნიერებს“, – ამბობს თეა დარჩია.