ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის ახალგაზრდა მსახიობს რეზი ქაროსანიძეს, რომელიც სცენაზე გარდაცვლილი იპოვეს, ამავე თეატრის მსახიობი კახაბერ შარტავა ემოციურად ემშვიდობება.
მესხიშვილის თეატრის მსახიობი სცენაზე გარდაცვლილი იპოვეს
კახაბერ შარტავა სტატუსს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და რეზი ქაროსანიძეს მეგობრობისა და ერთგულებისთვის მადლობას უხდის:
„რეზი, როგორ დაგემშვიდობო ბიჭო! სული მეწვის, ისე მტკივა დღევანდელი დღე, ღირსეულო ბიჭო…
ბოლოს კარგად ჩაგეხუტე და ბევრი და დიდი სიყვარული გავცვალეთ. მადლობა ერთგულებისთვის, მეგობრობისთვის, ჩემს სპექტაკლებში შექმნილი სახეებისთვის, შენი ადამიანობისთვის, შენი იმედის ქონისთვის, იმ ამოუთქმელი ემოციისთვის, სიტყვები რომ არ მყოფნის და დამამუნჯე, ერთად გატარებული ყველა წლებისთვის… შეხვედრამდე!!!“ – წერს კახაბერ შარტავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მსახიობი რეზი ქაროსანიძე სცენაზე გარდაცვლილი იპოვეს.
მსახიობი 2017 წელს ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობ მამაკაცად დასახელდა.