შარტავას ქუჩაზე დაშავებული 9 წლის დათი ქოქრაშვილი საქართველოში დაბრუნდა. მას მისი მეგრობრები და ოჯახის წევრები აეროპორტში დახვდნენ.
მოზარდის მამა, ირაკლი ქოქრაშვილი აცხადებს, რომ მალე დათის ისევ სხვა ქვეყანაში წაიყვანენ სამკურნალოდ.
“ჩამოვედით, რაღაც პერიოდი შესვენება გვექნება, იმიტომ, რომ ბავშვი ძალიან გადაიღალა. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს. ვფიქრობთ, სხვა ქვეყანაში წავიყვანთ. ალბათ, ამერიკაში წავიყვანთ, რომ შეძლონ და ახალი პროთეზი მოიფიქრონ, რომელიც უფრო გამოდგება და იმუშავებს. შევხედავთ, ჯერ არაფერი ვიცით. ბავშვს უხარია, რომ საქართველოში დაბრუნდა, ეგ არის მთავარი“,- განაცხადა მოზარდის მამამ.