ქართველმა ემიგრანტმა ზეთისხილის ხე იშვილა

259

ქართველმა ემიგრანტმა, ირმა მაისურაძემ, რომელიც იტალიაში ცხოვრობს, საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, ზეთისხილის ხე იშვილა.

იცით თუ არა რომ იტალიაში არსებობს ერთი ასეთი წესი, რაღაც გარკვეული მცირე თანხით შეგიძლიათ ზეთისხილის ხე იშვილოთ.

ეს ინფორმაცია 2021 წელს მოვისმინე და გადავწყვიტე რომელიმე ხე “მეშვილა” და ჩემი გაღებული მცირე თანხით ერთი ზეთის ხილის ხე გადამერჩინა.

ინტერნეტში ინფორმაცია მოვიძიე და კალაბრიაში აღმოვაჩინე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი რომლებიც აგროტურიზმით არიან დაკავებულნი და ზეთისხილის ბაღები აქვთ. მათ საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამომიგზავნეს, ისტაგრამზე კონტაქტები გავცვალეთ და მათ დაარსებულ ფონდში თანხაც ჩავირიცხე.

სახლში ფოსტით მომივიდა სერტიფიკატი რომ ჩემს მიერ შვილობილ ხეს ირმა დაარქვეს, მაპის საშუალებით ამ ხის კოორდინატები გამომიგზავნეს და შემიძლია სატელიტის საშუალებით ყოველ წუთს დავათვალიერო თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ჩემი შვილობილი და ვიდრე ეს ხე იარსებებს, ყოველ წელს სახლში ფოსტით მომდის მისი ნაყოფისგან გამოწურული უმაღლესი ხარისხის ერთი ლიტრი ზეთი. ” – აცხადებს ირმა მაისურაძე

წყარო: metronome.ge