“ჩვენი შვილის ფოტო არ არის, რასაც აზიარებთ! ისიც უნდა გესმოდეთ, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს ჩემი და სხვისი შვილი”

191

“მა­პა­ტიე ელი, შენი თა­ო­ბა იმ­სა­ხუ­რებს დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბას…“ – ამ წარ­წე­რით და აქ­ცი­ა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­თი “სთო­რი”, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ერთ-ერთი ლი­დე­რის, არჩილ თა­ლაკ­ვა­ძის ცოლმა ქე­თე­ვან ბუ­ბუ­ტე­იშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ყვე­ლამ ჩათ­ვა­ლა, რომ ფო­ტო­ზე გო­გო­ნა თა­ლაკ­ვა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი იყო.
მალე ბუ­ბუ­ტე­იშ­ვილ­მა “სთო­რი“ წა­შა­ლა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­მარ­ტე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

“მე და ჩვე­ნი ოჯა­ხი, ჩემი მე­უღ­ლის, მისი მე­გობ­რე­ბის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის გვერ­დით ვდგა­ვართ სიყ­ვა­რუ­ლით და ერ­თგუ­ლე­ბით! შვი­ლებ­ზე შე­ტე­ვას და ბუ­ლინგს მო­ეშ­ვით, მი­უ­ღე­ბე­ლია და სიმ­დაბ­ლეა. სწო­რედ ეს არა­ჯან­სა­ღი რე­აქ­ცი­ე­ბი იყო სა­კუ­თა­რი შვი­ლის­თვის მო­ბო­დი­შე­ბის და შე­სა­ბა­მი­სი სტა­ტუ­სის და­დე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი.

ისე, რომ იცო­დეთ, ჩვე­ნი შვი­ლის ფოტო არ არის, რა­საც აზი­ა­რებთ! ისიც უნდა გეს­მო­დეთ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში არ არ­სე­ბობს ჩემი შვი­ლი და სხვი­სი შვი­ლი – მშვი­დო­ბა, უსაფრ­თხო­ე­ბა და სა­უ­კე­თე­სო მო­მა­ვა­ლი ყვე­ლას­თვის გვინ­და და აქ რო­მე­ლი­მე მისი თა­ნა­ტო­ლის გა­მორ­ჩე­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია!

მჯე­რა, რომ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა ას­რულ­დე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რი და ჩვე­ნი შვი­ლე­ბი აგ­რე­სი­ის­გან და ზი­ზღის­გან თა­ვი­სუ­ფალ ქვე­ყა­ნა­ში იცხოვ­რე­ბენ!” – წერს ქე­თე­ვან ბუ­ბუ­ტე­იშ­ვი­ლი.

არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძე წლე­ბია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია. ჰყავს მე­უღ­ლე ქე­თე­ვან ბუ­ბუ­ტე­იშ­ვი­ლი და ორი ქა­ლიშ­ვი­ლი, ელე და ანა ბე­ატ­რის თა­ლაკ­ვა­ძე­ე­ბი. ქე­თე­ვან ბუ­ბუ­ტე­იშ­ვი­ლი წლე­ბია, რაც პი­ა­რი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სფე­რო­ში მუ­შა­ობს. ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო პიარ-კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტია.