“რამდენი წლის არის ჩვენი სუპერ ”სთარი” ხვიჩა კვარაცხელია? რა ეჩქარება? ჯერ რა დროს მისი ქორწილი და ჯვრისწერაა!”
აშშ-ში მცხოვრები ქართველი, ცისნამი საყვარლიშვილი “ნაპოლისა” და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას პირადი ცხოვრების შესახებ წერს და დაოჯახების გადაწყვეტილებას, ნაჩქარევად უთვლის.
“ახლა ისეთ რამეს დავწერ, ბევრს არ მოეწონება, რადგან ქართული მენტალიტეტით ადრე უნდა დაოჯახდე, იყოლიო ბალღები, გაამრავლო ოჯახი, გვარი, ერი!
რამდენი წლის არის ჩვენი სუპერ ”სთარი” – ხვიჩა კვარაცხელია?
რა ეჩქარება? ჯერ რა დროს მისი ქორწილი და ჯვრისწერაა! კაცი ახლა წყვიტავს ციდან ვარსკვლავებს!
იმედია ეს მისი სურვილით და სიყვარულით ხდება და არა მშობლებისა და ნათესვების დაჟინებით რომ დაქორწინების დროა!
ღმერთმა ბედნიერი და გახარებული ამყოფოს.
უმეტესს შემთხვევაში დაოჯახების შემდეგ კაცები კარგავენ იმ ცხოვრების ჟინს და ჟილკას რაც მანამდე ჰქონდათ.
იმედია ისევ გაგვახარებს და გვასახელებს თავისი გოლებით.
მაინც ვფიქრობ რომ დაოჯახება არ უნდა ეჩქარა!
ჯერ იზეიმე ტრიუმფი, დატკბი ცხოვრებით და ოჯახის უღელში მერე შეყავი თავი.
ეს ჩემი აზრია და არ მეცეთ ახლა.
წარმატებები ყველას!”, – წერს საყვარლიშვილი.
ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ტომ ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ოფიციალირად დაინიშნნენ.