“არბენინებენ ამ მიმტანებს კაი რესტორნებში, ეს მომიტანე, ის მომიტანე… მერე ბარათით გადახდას ითხოვენ და “თიფებსაც” არ უტოვებენ”
მომღერალი, სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მიმტანების მიმართ მომხმარებლის დამოკიდებულებაზე წერს.
მისი თქმით, მომხმარებლები მინიმალურ თანხასაც არ სჩუქნიან ადამიანებს, რომლებსაც ისინი მთელი გულით ემსახურებიან.
“არბენინებენ ამ მიმტანებს კაი რესტორნებში, ეს მომიტანე, ის მომიტანე… მერე ბარათით გადახდას ითხოვენ და “თიფებსაც” არ უტოვებენ…
დღეს ყველა რესტორანში ბარათით გადახდის დროს შეგიძლიათ თიფიც მიუთითოთ, მაგრამ ამას არ აკეთებს ბევრი… ხო და იქნებ მიხვდეთ რომ თიფებიც ამ ყველაფრის ნაწილია და საკუთარ შეგნებაზეა… როცა კარგად გემსახურებიან, თიფი უნდა დატოვოთ. თქვენს მაგივრად მე ვვარდები უხერხულში…”, – წერს მომღერალი.