“ამას გწერთ უდიდესი გულისტკივილითა და იმედგაცრუებით, არ მსურს, მაგრამ…”

1,020

რუსუდან შარაძე საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართავს.

ქალბატონო სალომე! არ ხართ თქვენ ის ქალბატონი, რომელიც მხოლოდ შვილის სამსახურის გულისთვის თავს ლაფში ჩაყოფდით და ქართველ ხალხს ზურგს შეაქცევდით. არა, თქვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრობა გსურთ და ამისთვის ყველანაირ სირცხვილზე მიდიხართ.

სანამ ქართველები ცოცხლები ვართ, ასეთი თვალთმაქცობითა და ხალხისთვის ზურგში მახვილის ჩაცემით, ვერასდროს ეღირსებით სანატრელ თანამდებობას, ისევე, როგორც ვერასდროს ეღისრება გამოვარსკვლავებული ქაჯი ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტობას.
არ გამოვა ეს გეგმა! ჩვენს გვამებს თუ გადააბიჯებთ, მაშინ სხვა საკითხია.
ისე, 2004 წელს თქვით, „ქაჯები მიდიანო“ და ყველამ ვიცით, რომ პირველ რიგში, მაშინდელი თამარმეფე – ნინო ანზორის ძე ბურჯანაძე იგულისხმეთ. ჰოდა, მიმოიხედეთ ირგვლივ, დავიჯერო, ბურჯანაძე ამათზე უარესია? თუმცა, მახსოვს, ამასწინათ, მასაც მხურვალედ ჩამოართვით ხელი, როდესაც „საყოველთაო“ თუ ,,ეროვნული“ „შერიგება“ – ეს გაუგონარი ფარსი წამოიწყეთ.
სააკაშვილს რაც შეეხება, თქვენი „არა და არასოდეს!“ ძალიან გაბითურდა, „აწი გინდ შეიტანეთ და გინდ გამოიტანეთ ეგ თქვენი გომბიო გენერალი“. ყველანი ვხედავთ, რომ მიშა უკვე წარსულია, აღარავის სჭირდება. პატრონებმა თუ ვერ დაიხსნეს, ან მართლა მოკვდება ან მიასიკვდილებენ, როგორც „უხერხულ“ მოწმეს. აქამდე მისი სიძლიერე ის იყო, რომ ,,უკეთესი“ დასაყრდენი საქართველოში ვერ მოინახა და აჰა – თქვენ და ლომჯარია – ახალი თამარმეფეები.
თქვენ რომ გგონიათ, მარტო თქვენ იცით და სხვა ვერ ხვდება…
ამას გწერთ უდიდესი გულისტკივილითა და იმედგაცრუებით, არ მსურს, მაგრამ ვაბიჯებ, რაც ჩემთვის უძვირფასესია – ჩემი ოჯახისა და თქვენს ურთიერთობას, თუმცა ვერაფერს ვიზამ – ,,აქა ვდგარავრ…“”