“დღეს ვმუშაობდი საგიჟეთში, რაც ძალიან მიყვარს, დღევანდელი “ქეისი” იყო კაცი, რომელიც ცოლმა თვითმკვლელობამდე მიიყვანა…“

350

აშშ-ში მცხოვრები ქართველი მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტთან გადამხდარი ისტორიის შესახებ წერს.

მისი თქმით, პაციენტი მას ცოლობას თხოვდა.

დღეს ვმუშაობდი საგიჟეთში, რაც ძალიან მიყვარს. ისე ექიმები ეჭვის თვალით მიყურებენ, პაციენტებთან რომ

სიცილ-ღიმილიანი საუბრები გვაქვს მკურნალობის სესიებს შორის.

მოკლედ, დღევანდელი ქეისი იყო კაცი, რომელიც ცოლმა თვითმკვლელობამდე მიიყვანა (წამლები, რაც გამოწერილი აქვს, ჩაყლაპა ყველა ერთად). 

სანამ, ჯგუფურ სარელაქსაციო სესიას ველოდით, მომიყვა, როგორ ღრღნის ცოლი, რამდენი შვილი ჰყავს და ასე შემდეგ. ოდესელია. მე რომ თბილისელი ვარ, ეს ეგრევე კეთულგანწყობილ სიტუაციას ქმნის ხოლმე. 

ნუ სესიამ წარმატებით ჩაიარა, ჩვენ უკვე პრაქტიკულად მეგობრები ვართ პაციენტთან და ველით მისი შვილების მოსვლას. 

ამასობაში მე ვამხნევებ: გღრღნის, ჯანდაბას, დედაჩემი მამაჩემს მთელი ცხოვრება ღრღნის და კი ცხოვრობენ ერთად, მამაჩემი ერთ ყურში უშვებს დედაჩემის ღრღვნას და მეორედან ანიავებს. 

აიღე ვირთხა შენ კიდევ და ჩაუგდე ვირთხის კუდი სუფში- ვირთხების მეტი რა გვყავს ნიუ-იორკში, მეთქი) ეგრევე ხასიათზე მოვიდა- ოო, რა კარგი იდეა მომეცი! 

და ვირთხაზე რომ

არ იჩალიჩო, ტარაკანი დაუდე თეფშზე. 

რომ მიხვდეს და უფრო

შემჭამოსო? შენ არაფერი არ იცი, ტარაკანი თავისით ჩაყტა, ვუხსნი ცოლის სიცოცხლის გამწარების სტრატეგიას. 

აშკარად შეგულიანდა, ცხოვრების ინტერესი მიეცა) 

შვილებთან შეხვედრის სესიაზე აღმოჩნდა, რომ ამან აიკვიატა, რომ

ცოლმა უღალატა და სხვა კაცისგან ჰყავს შვილები- აი ძალიან მაგარი ბიჭები, აქ დაბადებულ-გაზრდილ-წარმატებულები. გვანან მამას ერთი ერთში. 

გაუკეთებიათ დნმ-ის ტესტი, რომ

დაედგინათ, მართლა ძმები არიან თუ არა, ისე ჩაუჯდათ ტვინში მამის იდეა. 

მოკლედ იმდენი ჰიჰი ჰაჰა გავაკეთეთ მე და ამან, დაეთანხმა ესეც დნმ-ის ტესტზე. თურმე რატომ.

სესიის ბოლოში მომიტრიალდა და ჩემს ბრილიანტის ბეჭედზე მეკითხება, მარცხენა ხელზე- ეს ნიშნობის ბეჭედია? ქორწინების ბეჭედი სად არის? 

არ ვარ გათხოვილი, თავისუფალი ქალი ვარ, ვეუბნები. გაიბადრა და -გამომყევი ცოლად, გთხოვ, მეუბნება.

ექიმის შოკი ცალკე და შვილის სახე არ დამავიწყდება, რომ

მოვრჩით, მკურნალ ექიმს ვეუბნები-საქმე ცოლშია, შეუჭამა ტვინი, რა…

მე ჩემი მშობლების ამბავი მოვუყევი, იმიტომ გამხიარულდა, მეთქი

მოკლედ, მშვილდოსანი მამაჩემის ცხოვრებისადმი, გარე სამყაროსადმი და დედაჩემის მორიელი ხასიათის მიმართ პო*უისტური დამოკიდებულება რომ

აგიხსნათ, ასეთია დაახლოებით: 

ამ აღდგომას დედაჩემი ურეკავს მამაჩემს და ეუბნება: 

– ქრისტე აღსდგა! 

მამაჩემი კი პასუხობს: 

– შენც იგივეს გისურვებ! 

თან თქვენ მამაჩემის ტონი არ იცით, ქვეყანა რომ

იქცეოდეს, აუჩქარებლად, მშვიდად ლაპარაკობს. 

დედაჩემმა შოკში დამირეკა, არა, ხომ

წარმოგიდგენია, ეს როგორ მითხრა! 

და ცუდი რა გითხრა-მეთქი, ფაქტიურად უკვდავება გისურვა.

(სინამდვილეში კი, მამაჩემი არც უსმენს, რას ამბობს, ტრაფარეტულად ავტომატურად პასუხობს, მაგარი უკონფლიქტოა და ბედს უკვე 48 წელია, შეგუებული, მამაჩემი მხოლოდ მე მისმენს, სახლში რომ ყველა მბლოკავს და მასთან ვრეკავ, უთხარი იმ

გველებს, ბლოკი მოხსნან, ვეუბნები და სულ მპასუხობს.

ეს ჯერ ამ პაციენტს რომ მოვუყევი, მაგალითი აიღე მამაჩემისგან- გაცოცხლდა კაცი და მერე ექიმს, იხოხიალა.

მე კიდევ აღდგომის დღიდან სულ რომ მახსენდება. სიცილით ვკვდები და ვფიქრობ, თავი რომ პო*უისტი მეგონა, მამაჩემი ჩემზე ჩემპიონი ყოფილა პო*უისტობაში“, – წერს მსახიობი.