“ვერ გაარკვევ, რომელია დედა და რომელი შვილი“ – თათა გიორგობიანი გადაცემას დედასთან ერთად ესტუმრა

239

თათა გიორგობიანი გადაცემის „გვიანი დილა“ სტუმარი იყო.

გადაცემას თათა დედასთან, ნატა ზარნაძესთან ერთად ესტუმრა.

თათა: „რამდენჯერაც ერთად დავდეთ ფოტო, იყო ასეთი კომენტარები, რომელია დედა, რომელია შვილი“ (იცინის) დედა დღემდე არის ჩემი საუკეთესო მეგობარი და საუკეთესო დაქალი,“ – აღნიშნა თათამ.

როგორც თათამ თქვა, დედა მკაცრი იყო, თუმცა ყოველთვის აძლევდა იმის საშუალებას, რომ მას შეცდომა დაეშვა.

„ყოველთვის მაძლევდა იმის თავისუფლებას, გამეგო რა არის კარგი და რა ცუდი,“ – თქვა თათამ.

ნატა: ურთიერთობაში მეგობრულები ვართ ნამდვილად, მაგრამ ასაკობრივი ცენზი დაცულია მაინც…

თათა რომ შემეძინა 18 წლის ვიყავი.. მშობლები მეხმარებოდნენ, თვითონაც სტუდენტი ვიყავი…

თათა ამბობს, რომ კარგი დედა ვარ და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა. სხვების აღნიშნავენ ხოლმე, რომ კარგი გაზრდილი შვილია და ეს მიხარია…” – აღნიშნა ნატამ.