“მე გადავრჩი იმისთვის, რომ შენ მყავდე ბედნიერი“ – რას წერს დათო ევგენიძე?

191

მუსიკოსი  დათო ევგენიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მის მეუღლეს, ნინო ჟვანიას საჯაროდ უხდის მადლობას.

მინდა გითხრათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რა არის, ეს ჩემი ნინოა, რომელმაც მაჩუქა ის სიცოცხლე და სიყვარული, რის გამოც დღეს ცოცხალი ვარ. სწორედ ამიტომ ხდებოდა სასწაულები, რამაც გადამარჩინა. იმიტომ რომ ნინო უფალმა გამომიგზავნა და ჩემი ანგელოზია. მე გადავრჩი, იმისთვის რომ შენ მყავდე  ბედნიერი.

მიყვარხარ ნინო მაპატიე თუ ოდესმე გაწყენინე. ნინ ისიც მინდა იცოდე, რომ მე უფალმა დამტოვა, იმისთვისაც, რომ შენ დაგაბრუნო სოხუმში  დიდება უფალს“, – წერს დათო ევგენიძე.

შეგახსენებთ, მუსიკოსმა, დათო ევგენიძემ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა. მას ღვიძლი, მეგობარმა გიორგი მახარაშვილმა გადაუნერგა.