„ალბათ კითხვები დაგებადათ – სად არის ფხაკაძე? ძალიან კარგ ამბავს ვაკეთებთ“ (ვიდეო)

813

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, ფეისბუკში ვიდეოს აქვეყნებს და განმარტავს, რატომ აღარ იყო აქტიური სოციალურ ქსელებში.

გიორგი ფხაკაძე დროის სიმცირესა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს და სიახლეებს აანონსებს.

„დაახლოებით, თვე ნახევარი არ ვიყავი ფეისბუკ-ლაივებში, მიზეზი ძალიან ბევრი იყო – მიმდინარე საქმეები, 24 საათიან რეჟიმში მუშაობა რთულია.. ბევრი ცვლილებებია ჩემს საქმიანობაში, შესაბამისად, მაქვს ნაკლები დრო, რომ სოციალურ ქსელებს დავუთმო.

ალბათ კითხვები დაგებადათ – სად არის ფხაკაძე? ძალიან ბევრს ვმოგზაურობდი, რამდენიმე ძალიან აქტიურ საქმიანობაში ვარ ჩართული.

ამ ეტაპზე 3 საქმიანობას ვეწევი – აკადემიურს – ვასწავლი სამედიცინო უნივერსიტეტში 2007 წლიდან, ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო, რასაც ვაკეთებ, არის ის, რომ ახალგაზრდა სპეციალისტებს ვეხმარები და ვცდილობ, ის ცოდნა მივცე, რაც მე მაქვს.

მეორე საქმიანობა ასევე საქართველოს ეხება – ძალიან კარგ ამბავს ვაკეთებთ. ფხაკაძე რაღაცას რომ იტყვის, შემდეგ აკეთებს.. მგონია, რომ ყველა ის დიდი თუ პატარა პროექტი, რომელიც წამოვიწყე, საკმაოდ კარგ შედეგამდე მივიდა.

სამედიცინო პირბადეების თემას ვერავინ წაგვრათმევს, ეს ფაქტია და ისტორიას დარჩება.

სხვათა შორის, ბოლო სამი წლის მანძილზე ჩემმა მეგობარმა მიმოხილვა გააკეთა და ჩემ შესახებ 2 500 სტატია იყო დაწერილი“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.