მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მსახიობის და ყოფილი პარლამენტარის, სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალების შესახებ გარვცელებულ ცრუ ინფორმაციის შესახებ წერს.
მისი თქმით, ცრუ ინფორმაციის გავრცელება უნდა ისჯებოდეს.
“სოსო ჯაჭვლიანი ცოცხალია და ღმერთმა დიდხანს ამყოფოს ბედნიერი და გახარებული!
კიდე ვინმე ფიქრობს,რომ თუნდაც ამ მაგალითზე ცრუ ინფორმაციის გავრცელება არ უნდა ისჯებოდეს?!
მე ამ 44 წლის მანძილზე 2 ჯერ მომკლეს და მესამედ აღარ მოაკვლევინოთ ჩემი თავი”, – წერს მომღერალი.
შეგახსენებთ, 29 მაისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია მსახიობის და ყოფილი პარლამენტარის, სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალების შესახებ. აღნიშნული ფაქტი მცდარი აღმოჩნდა, საბედნიეროდ, ის ცოცხალია.