„მახსოვს, მთელი ჯგუფი არ ვსუნთქავდით, ისე გიყურებდით…“

547

ექიმი მაკა ბულეიშვილი მსახიობ სოსო ჯაჭვლიანთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

როგორც ირკვევა, ექიმს სოსოსთან 30-წლიანი მეგობრობა აკავშირებს.

„პირველად, სოსო 30 წლის წინ გავიცანი. მე და უსიმპათიურესი ბადრი ჯაჭვლიანი, სოსოს ძმა სამედიცინო უნივერსიტეტში ერთ ჯგუფში ვიყავით. მას შემდეგ ჩვენი მეგობრობა დაიწყო და გაგრძელდა სოსოსთან. ჩვენო სოსო, მუდამ გედიად აღგიქვამდით. მახსოვს, მთელი ჯგუფი არ ვსუნთქავდით ისე გიყურებდით… უფალმა დაგლოცოს სოსო! ადამიანებს სიცოცხლე აცადეთ!“ – წერს ექიმი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სოსო ჯაჭვლიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.