„მადლობით დავიწყო თუ რა ვთქვა მართლა არ ვიცი… თქვენს ნაღდ ცრემლებს ვენაცვალე“

165

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ფილოსოფოსს ლევან ბერძენიშვილს მადლობას უხდის გადაცემისთვის, სადაც ჯანსუღ ჩარკვიანის შესახებ საუბრობდა.

„ბატონო ლევან, მივმართავ ლევან ბერძენიშვილს, ახლა მოვისმინე თქვენი გადაცემა საუბარი – ჯანსუღ ჩარკვიანის გახსენება, უბრწყინვალესი ანალიზი – შემოქმედის – პოეტის პიროვნებისა.

ჰოდა, მადლობით დავიწყო თუ რა ვთქვა მართლა არ ვიცი, ამ საოცარი გადაცემისთვის, დავჯექი და მაგრად ვიტირე და კიდევ მინდა გითხრათ: ჯანსუღის ლექსის „ირინოლას“ წაკითვის დროს „საქართველოვ შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი“, „რად არ წუხხარ ირინეს“ აი მაგ თქვენს (უცებ- წამით) წამოსულ ნაღდ ცრემლებს ვენაცვალე, ასე არავის ცრემლი „გამხარებია“ ოდესმე. რა ბედნიერებაა ნიჭიერი ინტელექტუალი ადამიანი ამ ქვეყნად.

მიყვარხართ, მადლობთ, თავად უშიშარო!“, – წერს თაკო ჩარკვიანი.