„რეპეტიციაზე რომ მომისმინა, ხასიათი გაუფუჭდა, იმის მერე ვეღარ მოვაბრუნე, არ მიყვარს, როცა ბოროტებას ბოროტებით ვპასუხობ“

251

ნუცა ბუზალაძე, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება რუსთავი 2-ს სტუმრობდა.

მომღერალმა მეგა შოუს შესახებ საუბრისას ის უსიამოვნო ფაქტი გაიხსენა, რაც მას პროექტში ერთ-ერთმა მონაწილემ შეუქმნა.

„ერთმანეთი თავად ავირჩიეთ, ძალიან საყვარელი გოგო იყო თავიდან. მერე აღმოჩნდა, რომ ჩემი ნამღერი მოსმენილიც არ აქვს.

მოკლედ, რეპეტიციაზე რომ მომისმინა ამ გოგომ და ხასიათი გაუფუჭდა, იმის მერე ვეღარ მოვაბრუნე.

ყველანაირად ვაძლევდი მოტივაციას, მაგრამ არაფერი არ შველოდა.

მე ზოგადად, არ მიყვარს, როცა ბოროტებას ბოროტებით ვპასუხობ, არ მიყვარს როცა შურს შურით ვპასუხობ.

მეკითხებოდა მზად ხარ, მთელი ღამე რომ გაათენო, ეს სიმღერა ისწავლოო? მე ვუთხარი, შემიძლია 1 საათში ვისწავლო სიმღერა-მეთქი. არ მჭირდება დილამდე გათენება სიმღერა რომ ვისწავლო,“ – აღნიშნა ნუცამ.