“მითხრა, რომ შენი ადგილი თეატრში არის, მაგრამ სცენაზე არაო”

211

მსახიობი და ტელეწამყვანი, ნიკოლოზ წულუკიძე კარიერის საწყის ეტაპზე საუბრობს და მისი თეატრში მოხვედრის ისტორიას იხსენებს.

„ყველა დროში, საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები კითხულობდნენ ჩვენთან ლექციებს. პირველი კურსის სტუდენტი ხვდები საოცარ გარემოში. ჩამოდიხარ კიბეებზე და ხვდები, რომ ეს ის ადგილია, სადაც ოთარ მეღვინეთუხუცესმა გურანდა გაბუნიას ხელი სთხოვა, ეს ის ადგილია, სადაც უამრავი ანსამბლი შეიქმნა.

გავხდი, 20 კილო დავიკელი, მაგრამ გოგი მარგველაშვილმა წლის ბოლოს მითხრა, რომ შენი ადგილი თეატრში არის, მაგრამ სცენაზე არაო. მინდა მას მადლობა გადავუხადო, რადგან რომ არა ბატონი გოგი, მე ალბათ ტელევიზორთან ვიჯდებოდი და ვიფიქრებდი, რომ შანსი არ მომეცა”, – განაცხადა ნიკოლოზ წულუკიძე გადაცემაში „პრაიმშოუ”.

 

 

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.