“სამწელიწადნახევარია, მცხეთაში ჩემს სახლს საკუთარი ხელებით ვარემონტებ, ამის გამო ხელზე ტრავმაც კი მივიღე“

რატი დურგლიშვილმა სამწელიწადნახევრის წინ მცხეთაში საკუთარი ხელით დაიწყო სახლის აშენება. დღეს სახლი თითქმის დასრულებულია და მომღერლის ამ ქმნილებას უკვე უამრავი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა. რატის, როგორც მოქანდაკეს, შესანიშნავი ხედვა აქვს და წარმოსახვიდან რეალობაში ორიგინალური დიზაინები ინტერიესა თუ ექსტერიერში ბრწყინვალედ გადმოაქვს.

რატი, ყველას აინტერესებს შენი სახლის ამბავი…

როგც იცით, ამ სახლში თითქმის ყველაფერი ჩემი ხელით არის გაკეთებული. მხოლოდ პატარ-პატარა ნაწილებია დასასრულებელი, მაგრამ სამწუხაროდ, რამდენიმე თვეა, გაჩერებული ვარ. ხელის ტრავმა მივიღე. ახლა მკურნალობის პროცესში ვარ და ექიმები მეუბნებიან, რომ მალე შევძლებ ისევ სამუშაოს გაგრძელებას. თურმე ასეთი ტრავმები ხშირია ხელოსნების და დედების შემთხვევაში, რომელთაც ხელში ახალშობილები უკავიათ. ჩემი პრობლემა მყესს უკავშირდება, მაგრამ იმედია, მალე მოგვარდება.

დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. სახლი ისეთი გამოვიდა, როგორიც წარმოგედგინა და გინდოდა?

99% გაკეთებულია. ყველაზე მაგარი ისაა, რომ წარმოსახვაში რაც მქონდა, ის გავაკეთე ზუსტად. მე ხომ სამ დეში არ ამიწყვია ვიზუალი. ამაზე მაგარი რამ არ არსებობს, როცა ჩანაფიქრს ახორციელებ.

ვინ შეგიფასა სახლი?

სადმე რომ შევდივარ, საოცარი კომპლიმენტებს მეუბნებიან, მაქებენ გაოგნებული ვართ, ეს რა გააკეთეო. უამრავმა საიტმა დადო ვიდეოები ჩემი სახლიდან, სულ კარგი კომენტარები იყო. კი იყო ერთი-ორი კითხვა, საიდან ამდენი ქონებაო (იცინის). ყველამ იცის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი შრომა დამჭირდა და ჩემი ხელებით გავაკეთე ეს სახლი.

მართლა არავინ დაგხმარებია?

დამეხმარნენ, როგორ არა? რაშიც კომპეტენტური არ ვიყავი, ის სხვას ვანდე, კარებიც პროფესიონალებმა გამიკეთეს და იატაკიც. დანარჩენი, 90%, მე გავაკეთე, ამიტომაც მაქვს ხელზე პრობლემა (იღიმის). სამწელიწადნახევარი არ გამითიშავს გონება. მართლა ვირული შრომა მაქვს გაწეული. გონებაც არ გამითიშავს. მთლიანად გადადებული მქონდა ჩემი თავი ამისთვის. დაზარება და დასვენება არ ვიცი, რა არის. გაოგნებულები მიყურებდნენ მეზობლები, ჩამოდიხარ თუ არა, ეგრევე მუშაობას იწყებო. მიზნად თუ გაქვს დასახული რაღაც, ბარიერი არ არსებობს.

იცოდი, რომ ასეთი მიზანდასახული იყავი?

მე, ზოგადად, ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი ვარ. თუ რაღაც ავიჩემე, ის ბოლომდე უნდა მივიყვანო. როცა რაღაცას ვპირდები საკუთარ თავს და მერე აღარ ვაგრძელებ, ეს არ მომწონს, სიტყვას ჩემთვის ძალიან დიდი ფასი აქვს. ერთგვარ ტესტსაც უკეთებ საკუთარ თავს. ბევრი დაბრკოლება მქონდა და ყველაფერი გადავლახე, გამოსავალი ვიპოვე. ასეთ დროს, პიროვნულად აძლიერებ საკუთარ თავს. დიდი ცხოვრების ეტაპია. მხოლოდ ის არ არის, რომ კარგი სახლი გაქვს. ბევრ ახალ თვისებასაც აღმოაჩენ საკუთარ თავში…

მამა რას ამბობს?

გაგიჟებული და გაოგნებულია. ვერაფრით დავიჯერებ, რომ ეს ერთი ადამიანის შექმნილიაო, მაგრამ ხომ უყურებდა ყოველდღე. ჩემი მშობლები ძალიან დამეხმარნენ, დედა მისუფთავებდა ყველაფერს, ჩამირგო ვარდები, ლამაზი ბაღი უნდა გააშენოს.

მახსოვს, ამ სახლში აპირებდი სახელოვნებო სივრცის მოწყობას… გადაიფიქრე თუ ეს სურვილი ძალაშია?

ბევრი აზრი მაწუხებდა – სამხატვრო სკოლის გაკეთება მინდოდა. მერე ცოტა შემეშინდა. აუზიც არის და ბავშვებისთვის უსაფრთხო ხომ უნდა იყოს. სკოლის გახსნა გადავიფიქრე. რა ვიცი, თავში რა მომივლის, ჯერ მთავარია, დამთავრდეს… ცხოვრებით მეეჭვება, მანდ ვიცხოვრო, რადგან თბილისში დაკავებული ვარ, ჩემი ეს სახლი კი მცხეთაშია…

https://fortuna.ge

ასევე იხილეთ