“პრობლემები იმისთვის არსებობს, რომ გადავლახოთ და მოვერიოთ – ამიტომაც ვცადე!”

315

მომღერალი, ბარბარა სამხარაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტსა და ვიდეოს აქვეყნებს.

„ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს !

თუ არ გჯერათ ჩემს სუპერ გიოს მოუსმინეთ !

გიო აუტისტური სპექტრის ერთადერთი წარმომადგენელია ჩემს ახლად გახსნილ სტუდიაში. როცა მოსმენაზე დედიკომ მოიყვანა, ძალიან ჩუმად მღეროდა თავისთვის, რაც რა თქმა უნდა ჩემთვის დიდ კითხვის ნიშანს აჩენდა, თან დაახლოებით ვიცოდი რა პრობლემები შეიძლებოდა გვქონოდა გზადაგაზა.

ჰოდა… პრობლემები იმისთვის არსებობს, რომ გადავლახოთ და მოვერიოთ

ამიტომაც, ვცადე !

იმ დღესვე მოვიძიე დამატებითი ინფორმაცია, რაც აქამდე ჭორის დონეზე ვიცოდი და დავსახე გზები, როგორ შეიძლებოდა საერთო ენის გამონახვა.

პირველივე გაკვეთილზე დამოუკიდებლობა მივეცი, დედიკოც გარეთ ელოდებოდა (თუ ამას გადალახავდა, ვიცოდი მიზანი მიღწეული იქნებოდა) მეორე გაკვეთილზე, კი უკვე ჩამეხუტა.

ერთი თვის შემდეგ კი ეს ხდება მაღალი ხმის შიშიც დავძლიეთ და სიმღერაც უფრო ხმამაღალი გავხადეთ.

გპირდებით, გიოს სიმღერას ნამდვილად არ მოგაკლებთ.

მადლობა სუპერ დედიკოს, ქალბატონ ბელას ნდობისთვის და თავდაუზოგავი შრომისათვის

თქვენ კი გააზიარეთ ვიდეო რათა ბევრმა ნახოს“,- წერ ბარბარა სამხარაძე.