„კალინინგრადში ბინა ვიყიდე და ბედნიერი ვარ“

215

კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი საუბრობს იმ რუსებზე, ვინც ქვეყნიდან გაიქცა და ევროპაში ბინა შეიძინა.

კანდელაკი ამბობს, რომ რუსეთის ეს მოქალაქეები ეცოდება, რადგან მათი შანსები ქვეყნის გარეთ ნულის ტოლია:

„მე მაგალითად ვიყიდე ბინა კალინინგრადში, ვინც ევროპაში შეიძინა ბინა, ყველაფერი დაკარგა, მე კი კალინინგრადში მაქვს ქონება და ამით ბედნიერი ვარ“, – წერს კანდელაკი.