“ბოლო წლებია იდეალურ ფორმაში ჩავდექი, ზამთარში 2-3 კილოგრამს ვიმატებ და მომაკვდინებელ დიეტას მივმართავ“
მომღერალი სოფო ბედია გადაცემას „დილა მშვიდობისა საქართველო“ სტუმრობდა, სადაც ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოახერხა სასურველ ფორმაში ჩადგომა.
„ბოლო წლებია იდეალურ ფორმაში ჩავდექი, სერიოზულად აღარ გამირბის წონა. კარგად ვაკონტროლებ, ზამთარში 2-3 კილოგრამს ვიმატებ და მომაკვდინებელ დიეტას მივმართავ.. არასდროს მქონია მოთხოვნა, რომ 90-60-90 ვიყო, ღმერთმა ასეთი მომავლინა, ასეთი ქალური ფორმებით და მე მიყვარს ჩემი თავი..
მოგეხსენებათ, ჩემი პროფესია მსხვერპლს მოითხოვს..
ჩემი პრობლემა ძირითადად არის თეძო და საჯდომი, მაპატიეთ, გულწრფელი სიტყვებისთვის, ხშირად მივმართავ მასაჟებსაც.. ყავას ყოველთვის უშაქროდ მივირთმევ“