“არავინ არ გაბედოს ლევანიკოს სახელის ხსენება…”

454

გრდაცვლილი მომღერლის ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს, მისი შვილი არავინ ახსენოს აუგად.

“არავინ არ გაბედოს ლევანიკოს სახელის ხსენება…

ლევანიკო არსად არ გაპარულა… 

ლევანი წავიდა ….

წავიდა და ხმამაღლა, ყველას გასაგონად თქვა – 

“ ვიმღერე იმიტომ, რომ ჩემი საქართველო მინდოდა მეჩვენებინა” -ო….

ხოდა აჩვენა …. 

ამ ხუთი წლის მანძილზე მთელმა საქართველომ იცოდა მისი რუსეთში მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ ერთი სიტვა არ დასცდენია არავის აუგად…

სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა სცენაზე, საქართველოს დროშით ხელში, ქართულ სიმღერას

ასრულებდა და ყველას დაანახა მან თავისი საქართველო. დანახა თან ისე, რომ დარწმუნებული ვარ დიდხანს, ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ….

ამიტომ მე, მისი დედა, ხმამაღლა , თავაწეული და ამაყი ვამბობ :

ლევან კბილაშვილი იყო, არის და იქნება ადამიანი, რომელმაც ღირსეულად ატარა ყველგან თავისი და საკუთარი ქვეყნის სახელი და დაამტკიცა, თუ როგორი უნდა იყოს სამშობლოს და პრინციპების მქონე პატრიოტი ადამიანი. 

კიდევ ერთხელ…ლევანიკო რომ სამაგალითოა, არავისთვის არ არის ახალი, მაგრამ მაინც…ყველას გასაგონად ვიმეორებ….მეორედ არავინ გაბედოს ლევანის სახელის  ხსენება და ვინმესთან  გაიგივება.

ის ლევან კბილაშვილია ……

ლევანი, რომელიც ყველგან და ყველაფერში თავის სახელსა და ღირსებას რუდუნებით უფრთხილდებოდა!”, – წერს მელიტა ფურცელაძე.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია ნუცა ბუზალაძის რუსეთში ჩასვლამ და სიმღერის შესრულებამ. როგორც მოგვიანებით მომღარელმა განმარტა, ის მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა და ყოველგვარი ჰონორარის გარეშე იმღერა.

ბუზალაძის რუსეთში ჩასვლას მომღერალი, ნინი შერმადინი გამოეხმაურე და სოციელურ ქსელში დაწერა: “ჩემი ლე­ვა­ნ კბი­ლაშ­ვი­ლი, ღმერ­თმა აცხო­ნოს მისი სული! თა­ვი­სი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რით რომ ატი­რებ­და რუ­სებს და ათაყ­ვა­ნებ­და სა­ქარ­თვე­ლოს, ისიც ვატ­რი­ა­ლოთ საფ­ლავ­ში? მო­ღა­ლა­ტე იყო?! თუ გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს აძა­ხე­ბი­ნებ­და რუ­სებს….”

No description available.