მომღერალი, ზურა ხაჩიძე კოლეგას, ნუცა ბუზალაძეს მიმართავს და სოციალურ ქსელში წერს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ იხდის ბოდიშს ბუზალაძე.
“არ მესმის რისთვის იხდი ბოდიშს და საერთოდ რა დააშავე?! მეგობართან სიმღერა როდიდან ტეხავს?! კრემლში იმღერე? საერთოდ ერთი რამე დაიმახსოვრე, ეს ხალხი იმიტომ გიწერს ასეთ საშინელებებს, რომ მათ არაფერი არ გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის. შენ წარმატებასთან კი ახლოს არ ჩაუვლიათ.
ამ ქვეყნის ის ნაწილი, რომელიც შენ და არამარტო შენ გლანძღავს, მხოლოდ შურით,ბოღმით არის სავსე. ებრძვის ყველაფერს კარგს, ლამაზს და ისეთს, როგორიც შენ ხარ!
მიყვარხარ ძალიან და ახლოს არ მიიკარო ეს ნეგატივი, ჩემო ნიჭიერო გოგო!“, – წერს ზურა ხაჩიძე.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია ნუცა ბუზალაძის რუსეთში ჩასვლამ და სიმღერის შესრულებამ. როგორც მოგვიანებით მომღარელმა განმარტა, ის მეგობრის დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა და ყოველგვარი ჰონორარის გარეშე იმღერა.