ჯგუფ „სეიშენის“ წევრი, ამჟამად, ამერიკაში მცხოვრები, ზაზა ბანძელაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძესთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე მომღერლის მხარდამჭერ პოსტს ავრცელებს.
როგორც ის აღნიშნავს, ნუცამ კარგად გააანალიზა საკუთარი ქმედება და ბოდიშიც მოიხადა.
„დაანებეთ ნუცას კრიტიკას თავი❗️ მან კარგად გააანალიზა რაც „დააშავა“ და ბოდიშიც მოიხადა…(დააშავას პირდაპირ მნიშვნელობით იმედია არ გაიგებთ)
შეუცდომელი თუ ვინმე ხართ, კი ბატონო მიდით და ჩაქოლეთ❗️❗️❗️
პ. ს.
უარყოფითი აურა და ბოღმა კიდე მომაკვდინებელია❗️
თავს გაუფრთხილდით“, – წერს ზაზა ბანძელაძე.