“პოპულარული ბავშვი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ სწავლაში ყოველთვის კარგი ვიყავი”

238

Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თავის ბავშობის წლებს იხსენებს.

დემნა:  “პოპულარული ბავშვი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ სწავლაში ყოველთვის კარგი ვიყავი.”

“ვიცოდი, რომ ეკონომისტად არასდროს ვიმუშავებდი, მაგრამ საუკეთესო სტუდენტი ვიყავი. სტიპენდიასაც მთავაზობდნენ, თუ ეკონომიკის მაგისტრატურას გავაგრძელებდი.”

“როდესაც ეკონომიკის სწავლა დავასრულე, დიპლომი და ქულების დღიური ჩემს მშობლებს მივუტანე, მინდოდა მეჩვენებინა, რომ სხვა გზას იმიტომ არ ვირჩევ, რომ ეს არ შემიძლია, არამედ იმიტომ რომ არ მინდა”, – წერს დემნა გვასალია.