53 წლის ნაომი კემპბელი მეორე შვილის დედა გახდა

მოდელი, ნაომი კემპბელს პირველი ქალიშვილი 50 წლის ასაკში, 2021 წლის მაისში შეეძინა.

ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ის უკვე ორი შვილის დედაა. მას, გოგონას შემდეგ, ბიჭი ჰყავს. სუპერმოდელმა ფოტო საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა.

“ჩემო პატარა, იცოდე, რომ უზომოდ ძვირფასი ხარ და გარშემორტყმული ხარ სიყვარულით იმ მომენტიდან, როცა შენი მოვლენით გაგვაბედნიერე. შენ ხარ ნამდვილი საჩუქარი ღვთისგან”, – წერს იგი და ამბობს, რომ არასდროს არის გვიან, გახდე დედა!.

ასევე იხილეთ