“ერთმანეთი ახლაც ძალიან გვაინტერესებს…“ – რას ამბობს შერიგებაზე გიორგი ყიფშიძის ყოფილი ცოლი? (ვიდეო)

278

მსახიობი, გიორგი ყიფშიძე მეუღლეს დაშორდა. ენი გასოევა „დღის პოსტს“ ესტუმრა და განქორწინების მიზეზების შესახებ ისაუბრა.

“დრო გვაჩვენებს, მაგრამ უფრო არ მგონია. დიდი ხანი ვცდილობდით, რომ გარემოდან გამომდინარე, რაღაცები გაგვემთელებინა. იყო მცდელობები ორივეს მხრიდან, მაგრამ ვერაფერი შევძელით. ერთმანეთი ახლაც ძალიან გვაინტერესებს, პრობლემა ისაა, რომ ვეღარ მოხდა ამის აღდგენა… ცოტა დავისტრესეთ და განრიდება მოხდა ერთმანეთისგან. ვფიქრობ, რომ სწორად მოხდა. სადღაც ერთი წელი ვცდილობდით, მაგრამ ვერ გამოვიდა…

განვიცადე, მძიმე იყო და გიორგიმაც ძალიან განიცადა. ბოლოს კონფლიქტებიც იყო… მთავარია, მეგობრებად დავრჩეთ“, – ამბობს „დღის პოსტში“ ენი გასიევა.