გვინდოდა მისი სახელობის ყვავილი გვქონოდა… თვითონ მაგნოლია აირჩია, მიყვარს, სოხუმს და ბავშვობას მაგონებსო“
„გარდენიას“ მფლობელი, მებაღე, ზურა შევარდნაძე ლეგენდარული ქართველი მომღერლის, ნანი ბრეგვაძის შესახებ პოსტს აქვეყნებს და ვიდეოს გვიზიარებს.
„ნანი ბრეგვაძე!!!!! როცა ამ სახელს და გვარს ამბობ, ხედავ ირგვლივ ყველა როგორი მოწიწებით და პატივისცემითაა, დიდი მაგალითია და ძალიან გვიყვარს.. გვინდოდა მისი სახელობის ყვავილი გვქონოდა. თითონ მაგნოლია აირჩია, მიყვარს, სოხუმს და ბავშვობას მაგონებსო. ძვირფასი აბრეშუმის ქსოვილისაგან ჯადოსნური ხელებით შეკერა ეკა ძამუკაშვილმა, ლამაზი კადრები და ფოტოები გადაიღო ხატია მაღლაკელიძემ და ზაქარია ჭელიძემ. ხავერდის კოლოფზე შვილები და შვილიშვილები ზრუნავენ და ნანის მაგნოლია მზადაა. სამკაულად, სასაჩუქრედ, უბრალოდ სამშვენისად… თუ მოგინდებათ თქვენც გქონდეთ, გარდენიაში შეგიძლიათ მოიკითხოთ. ბევრს და სერიულად ვერა მაგრამ, რამდენიმეს სიყვარულით დაგიმზადებთ“, – წერს ზურა შევარდნაძე.