ქეთი ხუციშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს იმის შესახებ, რომ გათხოვებაზე აღარ ფიქრობს:
„ოჯახის შექმნაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ვიცი, არ უნდა ვთქვა: ეს არასდროს მოხდება“. ვნახოთ, ბედი რას მიმზადებს. არც ჩემი შვილი იქნება წინააღმდეგი. მას უნდა, მე კარგად ვიყო, თავს ბედნიერად ვგრძნობდე. თუ ჩემს ცხოვრებაში ისეთი ადამიანი გამოჩნდება, ვინც გამაბედნიერებს, შეიძლება, უარი არ ვთქვა…“
მსახიობი ასევე იხსენებს, რომ ყოფილ ქმართან არასდროს ჰქონია პრეტენზიები ფინანსურ თემასთან დაკავშირებით:
„ჩემი ყოფილი მეუღლე არასდროს დამივალდებულებია, რომ დამხმარებოდა. დავამთავრე ურთიერთობა მასთან და არაფრის პრეტენზია არ მქონდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი ჩემს შვილთან ყოფნით. მშობლები დამიდგნენ გვერდით. ჩემს შვილს არაფერი აკლდა…“