„ახლა ვზივარ და ყველას ვუყვები, რამხელა ტკივილი დამიტოვე.. ვამაყობ შენით ჩემო სულის მეგობარო“

245

3 ივლისს, ქუთაისის აეროპორტთან მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილის, ლაშა წიქორაძის შეყვარებული ანო ბენიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს ავრცელებს.
„ლაშუ, ხელს რომ გადაგხვევდი, რა გიხაროდა ლაშუ, ჩემი ძმაკაცი ხარო, მიღებდი ფოტოებს და შენს უმაგრეს ძმაკაცებს უგზავნიდი.

ამ მუსიკაზე რას „ღადაობდი“ გახსოვს? მასხარა ხარ, მარტო ჩემი მასხარა ოღონდ…

ახლა ვზივარ ტელეფონთან და ყველას ვუყვები, დიდს თუ პატარას, რამხელა ტკივილი დამიტოვე, ვუყვები რა ბედნიერი წლები გავატარეთ ერთად და იცი რა? გული სიამაყით მიძგერს, რა მაგარი ბიჭი მყავხარ. ვამაყობ შენით, ვამაყობ შენით… ჩემო სულის მეგობარო“, – წერს ანო ბენიძე.