ქეთი მელუა მეუღლესთან და შვილთან ერთად საქართველოში ისვენებს

337

ინგლისში მოღვაწე მომღერალი ქეთი მელუა, მეუღლესთან და შვილთან ერთად საქართველოში იმყოფება.

საქართველოში მოგზაურობის ამსახველ კადრებს მომღერალი სოციალურ ქსელში ავრცელებს და საკუთარ გამომწერებს შთაბეჭდილებებს უზიარებს.

„შთაბეჭდილებები საქართველოს მოგზაურობიდან… სუფრა, თამადობა (სადღეგრძელო) ბაბუასგან, ბევრი საზამთრო“, – წერს ქეთი მელუა.