“ყველაფერი რომ მოვიკლო, ნინოს მკურნალობის თანხა აუცილებლად უნდა მქონდეს”

434

მერაბ სეფაშვილი ჟურნალ „სარკის“ კითხვებს პასუხობს, ზოგადად რა დამოკიდებულება აქვს ფულთან დაკავშირებით.

„ჩემი შემოსავლიდან ნაკლები პროცენტი ჩემია, უმეტესი – ჩემი ოჯახის. ნინოს მკურნალობა გრძელდება და ყველაფერი რომ მოვიკლო, მისი მკურნალობის თანხა აუცილებლად უნდა მქონდეს.

ჩემი კატეგორიის მომღერალს, ამპარტავნებაში თუ არ ჩამითვლით, უნდა მქონდეს იმდენი შემოსავალი, რომ კონცერტიდან კონცერტამდე თავის გატანაზე არ ვფიქრობდე, მაგრამ არ არის ასე. 62 წელია, სულ იმედით ვცხოვრობ და დღესაც ვიმედოვნებ, რომ მოვესწრები ქვეყნის დალაგებას!..“