„რა დაგაკელით, ვერ ცხოვრობდით ჩვენთან ერთად? რა იყო ცუდი?”

162

კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი, რუსეთის მთავარი არხის ეთერში სომხებსა და ქართველებს მიმართავს:

„ვერ ცხოვრობდით ჩვენთან ერთად? რა იყო ცუდი? რა დაგაკელით? თქვენი კულტურა და სახელმწიფოებრიობა ჩვენი დახმარებით შეიქმნა. ვინ გავიწროვებდათ? ვიხსენებ ჩემი ბავშვობის საქართველოსა და სომხეთს, ერევნიდან არავინ დარბოდა ევროპაში ჩექმების საყიდლად და ახლა რა ხდება? მიტინგები და მიტინგები!

ჩემი მამამთილი, ედმონდ კეოსიანი მიტინგების დროს იყო სომხეთში და სიტყვითაც გამოვიდა. მან იკითხა, რისგან ითხოვთ დამოუკიდებლობას? უსაფრთხოებისგან? საკუთარი არსებობისგან? კულტურისგან? რა გიხარიათ“ – ამბობს მარგარიტა სიმონიანი.